ტრენინგის ბოლო დღე დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. შემდეგ პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. საინტერესო და აქტუალური პროექტები წარმოადგინეს მსმენელებმა. განსაკუთრებით მომეწონა პროექტები, რომლებიც შეეხებოდა ბუნებისადმი ადამიანის დამოკიდებულებას, ჯანსაღ კვებას, რადიაციის პრობლემას და სხვა. ჩემი ყურადღება მიიქცია მზია ₾ომიძის პროექტმა "წიგნი-ცოდნის ხერხემალი". პროექტიმეტად აქტუალურია თანამედროვე ცხოვრებაში, რადგანაც მოსწავლე- ახალგაზრდობა ნაკლებადაა დაინტერესებული წიგნით. მასწავლებლის ერთ-ერთი მოვალეობა კი მათთვის წიგნის შეყვარებაა. ამის შემდეგ ტრენერმა გვამუშავა მოსწავლის ბლოგზე, გვასწავლა ესქულში მასალის ატვირთვა და სხვა საინტერესო საკითხები.
ტრენინგი ძალიან საინტერესო და პრაქტიკულად გამოსაყენებელია. რაც მთავარია, ისეთი კომპეტენტური სპეციალისტი გვასწავლიდა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა გეგმიური მასალა. ალბატონ ქეთევანთან სიამოვნებით გავივლი კიდევ მრავალ ტრენინგს.
პროექტებს აქამდეც ვაკეთებდი, ახლა დაიხვეწა ჩემი ცოდნა ამ მიმართულებით, რასაც გამოვიყენებ სკოლაში მუშაობის პროცესში, პროექტებით სწავლება ხომ სასწავლო პროცესს უფრო მიმზიდველს ხდის და მოსწავლეებს საუკეთესო უნარ-ჩვევებს უვითარებს. ძალიან დამეხმარება კოლეგების პროექტების გაცნობა. ამ პროექტებმა დამაინტერესა აქტუალობისა და კარგი ორგანიზების კუთხით. გამოცდილების ურთიერთგაზიარება გამოსადეგია.
ინტელის სასწავლო კურსი
Saturday, April 8, 2017
Sunday, April 2, 2017
ტრენინგის მერვე დღე
გავიმეორეთ გავლილი მასალა.ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე ვიმუშავეთ. პორტფოლიოს შექმნას გადავხედეთ და ბლოგზე გადავიტანეთ. ყველაფერი ეს ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, რაც კომპეტენტური და გულისხმიერი ტრენერის დამსახურებაა. ის ყოველ ახალ სიტყვას განმარტავდა და გასაგებად და საინტერესოდ წარმარტავდა საუბარს. მადლობა კიდევ ერთი ბედნიერი დღისთვის. ამ ყველაფერს სკოლაში გამოვიყენებ.
Saturday, April 1, 2017
მეშვიდე დღე
გავიმეორეთ შესწავლილი მასალა. შევისწავლეტ პროექტის კეთებისას ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. ყურადღება გავამახვილეთ განსაკუთრებით ნიჭიერ და სსსმ მოსწავლეების საჭიროებებზე. ტრენერმა საუბართან ერთად წარმოგვიდგინა მეტად საინტერესო ვიზუალური მასალა. შემდეგ მისი კონსულტაციების გატვალისწინებით ვიმუშავეთ პროექტის გეგმის მომდევნო ნაწილზე -პროექტის პროცედურებზე. ძალიან საინტერესოა ქალბატონ ქეთევანის მიერ ჩატარებული თითოეული მეცადინეობა. ნასწავლი მასალა ძალიან გამომადგება მუშაობის პროცესში , გავაცნობ დაინტერესებულ კოლეგებსაც.
Sunday, March 26, 2017
ტრენინგის მეექვსე დღე
გავიმეორეთ ნასწავლი მასალა, შევისწავლეთ მოსწავლის შეფასება, შეფასების რუბრიკები. ტრენერმა ძალიან კარგად შეგვასწავლა მასალა. ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგზე. ყველაფერი საინტერესო და პრაქტიკაში გამოსაყენებელია. მადლობა ჩვენს შესანიშნავ ტრენერს.
Saturday, March 25, 2017
ტრენინგის მეხუტე დღე
ტრენინგის მეხუთე დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. შევისწავლეთ საავტორო უფლებები და ლიტერატურის შაბლონები ასევე მოსწავლის ბლოგის შექმნა. ტრენერმა თავისი ჩვეული კომპეტენტურობა კვლავ გამოამჟღავნა, როგორც ყოველთვის და საფუძვლიანად შეგვასწავლა მასალა. მადლობა მას .
Sunday, March 19, 2017
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის ღევანდელი დღის გეგმით გათვალისწინებული იყო პროექტის შეფასების სქემების შესწავლა, მასწავლებლის პორტფოლიოზე მუშაობა, ფოიერფაუნტის გაცნობა-გამეორება, რეფლექსია. ტრენერმა პროექტზე გვამუშავა, ხარვეზები გამოგვასწორებინა, ყველა კითხვაზე პასუხი გაგვცა და ისე საინტერესო იყო ეს ყველაფერი, სახლებში წასვლა აღარ გვინდოდა და დაუსრულებლად გვსურდა მუშაობა. ჩემი მიზანი მიღწეული იქნება, რადგან მიღებულ ცოდნას სასკოლო პროექტების განხორციელებას მოვახმარ, რაც მოსწავლეთა ცოდნას აამაღლებს და მათ დადებით უნარ-ჩვევებს განამტკიცებს.
ტრენინგის მესამე დღე
პროექტებით სწავლების მესამე დღის გეგმით გათვალისწინებული
იყო შესწავლილი მასალის გამეორება და პროექტის გეგმაზე მუშაობა. ჩვენ განსაკუთრებული
ტრენერი გვყავს, ამიტომ ყველა საკითხი ძალიან გონივრულად და დაწვრილებით აგვიხსნა.
ამ პროცესში ჩვენც ჩაგვრთო და მეტად საინტერესო გახადა მუშაობა. ნებისმიერ საკითხზე
მონიტორზე გვაჩვენებდა ვიზუალურ მასალას, რამაც ათვისების პროცესი გაგვიადვილა. ვთვლი,
რომ ტრენინგის ნებისმიერი დღე არის საინტერესო და ბევრის მომცემი. შესწავლილი მასალა
ძალიან წაგვადგება მოსწავლეებთან მუშაობაში.
Subscribe to:
Posts (Atom)