Sunday, March 19, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის ღევანდელი დღის გეგმით გათვალისწინებული იყო პროექტის შეფასების სქემების შესწავლა, მასწავლებლის პორტფოლიოზე მუშაობა, ფოიერფაუნტის გაცნობა-გამეორება, რეფლექსია.    ტრენერმა პროექტზე გვამუშავა, ხარვეზები გამოგვასწორებინა, ყველა კითხვაზე პასუხი გაგვცა და ისე საინტერესო იყო ეს ყველაფერი, სახლებში წასვლა აღარ გვინდოდა და დაუსრულებლად გვსურდა მუშაობა.  ჩემი მიზანი მიღწეული იქნება, რადგან მიღებულ ცოდნას სასკოლო პროექტების განხორციელებას მოვახმარ, რაც მოსწავლეთა ცოდნას აამაღლებს და მათ დადებით უნარ-ჩვევებს განამტკიცებს.

1 comment:

  1. ქ-ნო სუზი! საინტერესო ბლოგია. ზღვა შრომა დევს და დარწმუნებული ვარ დაფასებულიც. წარმატებებს გისურვებ!

    ReplyDelete