ტრენინგის ბოლო დღე დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. შემდეგ პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. საინტერესო და აქტუალური პროექტები წარმოადგინეს მსმენელებმა. განსაკუთრებით მომეწონა პროექტები, რომლებიც შეეხებოდა ბუნებისადმი ადამიანის დამოკიდებულებას, ჯანსაღ კვებას, რადიაციის პრობლემას და სხვა. ჩემი ყურადღება მიიქცია მზია ₾ომიძის პროექტმა "წიგნი-ცოდნის ხერხემალი". პროექტიმეტად აქტუალურია თანამედროვე ცხოვრებაში, რადგანაც მოსწავლე- ახალგაზრდობა ნაკლებადაა დაინტერესებული წიგნით. მასწავლებლის ერთ-ერთი მოვალეობა კი მათთვის წიგნის შეყვარებაა. ამის შემდეგ ტრენერმა გვამუშავა მოსწავლის ბლოგზე, გვასწავლა ესქულში მასალის ატვირთვა და სხვა საინტერესო საკითხები.
ტრენინგი ძალიან საინტერესო და პრაქტიკულად გამოსაყენებელია. რაც მთავარია, ისეთი კომპეტენტური სპეციალისტი გვასწავლიდა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა გეგმიური მასალა. ალბატონ ქეთევანთან სიამოვნებით გავივლი კიდევ მრავალ ტრენინგს.
პროექტებს აქამდეც ვაკეთებდი, ახლა დაიხვეწა ჩემი ცოდნა ამ მიმართულებით, რასაც გამოვიყენებ სკოლაში მუშაობის პროცესში, პროექტებით სწავლება ხომ სასწავლო პროცესს უფრო მიმზიდველს ხდის და მოსწავლეებს საუკეთესო უნარ-ჩვევებს უვითარებს. ძალიან დამეხმარება კოლეგების პროექტების გაცნობა. ამ პროექტებმა დამაინტერესა აქტუალობისა და კარგი ორგანიზების კუთხით. გამოცდილების ურთიერთგაზიარება გამოსადეგია.
ქ-ნო სიუზი! ჩემთვის თქვენი ნიჭიერება დღევანდელი დღით არ განისაზღვრება. წლებია გიცნობთ და თამამად შემიძლია ვთქვა, თქვენ ხართ მასწავლებელი , ვისგანაც ბევრის სწავლა შეიძლება. დღევანდელი პროექტიც ამის დასტურია. მადლობა თქვენ, რომ არსებობთ და სხვა მასწავლებლებს გვაქვს საშუალება ბევრი ვისწავლოთ თქვენგან.
ReplyDelete