Saturday, April 8, 2017

ტრენინგის მე-9 დღე

       ტრენინგის ბოლო დღე დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით.  შემდეგ პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. საინტერესო და აქტუალური პროექტები წარმოადგინეს მსმენელებმა. განსაკუთრებით მომეწონა პროექტები, რომლებიც შეეხებოდა ბუნებისადმი ადამიანის დამოკიდებულებას, ჯანსაღ კვებას, რადიაციის პრობლემას და სხვა. ჩემი ყურადღება მიიქცია მზია ₾ომიძის პროექტმა "წიგნი-ცოდნის ხერხემალი". პროექტიმეტად აქტუალურია თანამედროვე ცხოვრებაში, რადგანაც მოსწავლე- ახალგაზრდობა ნაკლებადაა დაინტერესებული წიგნით. მასწავლებლის ერთ-ერთი მოვალეობა კი მათთვის წიგნის შეყვარებაა. ამის შემდეგ ტრენერმა გვამუშავა მოსწავლის ბლოგზე, გვასწავლა ესქულში მასალის ატვირთვა და სხვა საინტერესო საკითხები.
       ტრენინგი ძალიან საინტერესო და პრაქტიკულად გამოსაყენებელია. რაც მთავარია, ისეთი კომპეტენტური სპეციალისტი გვასწავლიდა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა გეგმიური მასალა. ალბატონ ქეთევანთან სიამოვნებით გავივლი კიდევ მრავალ ტრენინგს.
        პროექტებს აქამდეც ვაკეთებდი, ახლა დაიხვეწა ჩემი ცოდნა ამ მიმართულებით, რასაც გამოვიყენებ სკოლაში მუშაობის პროცესში, პროექტებით სწავლება ხომ სასწავლო პროცესს უფრო მიმზიდველს ხდის და მოსწავლეებს საუკეთესო უნარ-ჩვევებს უვითარებს.   ძალიან დამეხმარება კოლეგების პროექტების გაცნობა. ამ პროექტებმა დამაინტერესა აქტუალობისა და კარგი ორგანიზების კუთხით. გამოცდილების ურთიერთგაზიარება გამოსადეგია.

Sunday, April 2, 2017

ტრენინგის მერვე დღე

გავიმეორეთ გავლილი მასალა.ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე ვიმუშავეთ. პორტფოლიოს შექმნას გადავხედეთ და ბლოგზე გადავიტანეთ. ყველაფერი ეს ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, რაც კომპეტენტური და გულისხმიერი ტრენერის დამსახურებაა. ის ყოველ ახალ სიტყვას განმარტავდა და გასაგებად და საინტერესოდ წარმარტავდა საუბარს. მადლობა კიდევ ერთი ბედნიერი დღისთვის. ამ ყველაფერს სკოლაში გამოვიყენებ.

Saturday, April 1, 2017

მეშვიდე დღე

გავიმეორეთ შესწავლილი მასალა. შევისწავლეტ პროექტის კეთებისას ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. ყურადღება გავამახვილეთ განსაკუთრებით ნიჭიერ და სსსმ მოსწავლეების საჭიროებებზე. ტრენერმა საუბართან ერთად წარმოგვიდგინა მეტად საინტერესო ვიზუალური მასალა.  შემდეგ მისი კონსულტაციების გატვალისწინებით ვიმუშავეთ  პროექტის გეგმის მომდევნო ნაწილზე -პროექტის პროცედურებზე. ძალიან საინტერესოა ქალბატონ ქეთევანის მიერ ჩატარებული თითოეული მეცადინეობა. ნასწავლი მასალა ძალიან გამომადგება მუშაობის პროცესში , გავაცნობ დაინტერესებულ კოლეგებსაც.