Sunday, March 26, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

გავიმეორეთ ნასწავლი მასალა, შევისწავლეთ მოსწავლის შეფასება, შეფასების რუბრიკები. ტრენერმა ძალიან კარგად შეგვასწავლა მასალა. ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგზე. ყველაფერი საინტერესო და პრაქტიკაში გამოსაყენებელია. მადლობა ჩვენს შესანიშნავ ტრენერს.

Saturday, March 25, 2017

ტრენინგის მეხუტე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე  ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. შევისწავლეთ საავტორო უფლებები და ლიტერატურის შაბლონები ასევე მოსწავლის ბლოგის შექმნა. ტრენერმა  თავისი ჩვეული კომპეტენტურობა კვლავ გამოამჟღავნა, როგორც ყოველთვის და საფუძვლიანად შეგვასწავლა მასალა. მადლობა მას .

Sunday, March 19, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის ღევანდელი დღის გეგმით გათვალისწინებული იყო პროექტის შეფასების სქემების შესწავლა, მასწავლებლის პორტფოლიოზე მუშაობა, ფოიერფაუნტის გაცნობა-გამეორება, რეფლექსია.    ტრენერმა პროექტზე გვამუშავა, ხარვეზები გამოგვასწორებინა, ყველა კითხვაზე პასუხი გაგვცა და ისე საინტერესო იყო ეს ყველაფერი, სახლებში წასვლა აღარ გვინდოდა და დაუსრულებლად გვსურდა მუშაობა.  ჩემი მიზანი მიღწეული იქნება, რადგან მიღებულ ცოდნას სასკოლო პროექტების განხორციელებას მოვახმარ, რაც მოსწავლეთა ცოდნას აამაღლებს და მათ დადებით უნარ-ჩვევებს განამტკიცებს.

ტრენინგის მესამე დღე


პროექტებით სწავლების მესამე დღის გეგმით გათვალისწინებული იყო შესწავლილი მასალის გამეორება და პროექტის გეგმაზე მუშაობა. ჩვენ განსაკუთრებული ტრენერი გვყავს, ამიტომ ყველა საკითხი ძალიან გონივრულად და დაწვრილებით აგვიხსნა. ამ პროცესში ჩვენც ჩაგვრთო და მეტად საინტერესო გახადა მუშაობა. ნებისმიერ საკითხზე მონიტორზე გვაჩვენებდა ვიზუალურ მასალას, რამაც ათვისების პროცესი გაგვიადვილა. ვთვლი, რომ ტრენინგის ნებისმიერი დღე არის საინტერესო და ბევრის მომცემი. შესწავლილი მასალა ძალიან წაგვადგება მოსწავლეებთან მუშაობაში.

Sunday, March 12, 2017

მეორე დღეი ნტელის სასწავლოკურსი


ინტელის სასწავლო კურსის მეორე დღის ტრენინგი უაღრესად საინტერესო იყო.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ტრენერის მიერ შემოთავაზებული რესურსების ნიმუშები, რომლებიც ნებისმიერ საგანს წაადგება და მოსწავლეთა მოტივაციას გამოიწვევს, ისევე როგორც ცოდნას შესძენს. დღის ძირითადი საკითხი იყო პროექტის ბუკლეტის მომზადება. ტრენერმა მეტად საინტერესოდ ახსნა მასალა და მის პრაქტიკულ მომზადებაში მოგვეხმარა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო.

Saturday, March 11, 2017

ტრენინგის პირველი დღე

 ტრენერი და ჯგუფის წევრები წარვუდექით ერთმანეთს. ტრენერის დახმარებით გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, გზამკვლევს.საქაღალდისა და ბლოგის შექმნა გავიმეორეთ.
         ტრენერი საუბრობდა ძალიან საინტერესოდ. ყველა საკითხი დაწვრილებით გაგვაცნო. განსაკუთრებით მომეწონა პროექტის ნიმუში, რომლიდანაც დავინტერესდი  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით, რომელთა მოსწავლეებში განვითარებასაც პროექტებითაც უნდა შევუწყოთ ხელი.
       ტრენინგის პირველმა დღემ წამაქეზა პროექტების შედგენა-განხორციელებისკენ.